Accessibility links

აშშ რუსეთს ადანაშაულებს დეზინფორმაციის და პროპაგანდის რთული საინტერნეტო სისტემის შექმნაში


რუსული დეზინფორმაცია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 აგვისტოს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ კრემლი ქმნის „ეკოსისტემას“, რომლის დახმარებითაც ის ავრცელებს დეზინფორმაციას კორონავირუსის გარშემო და სხვა პროპაგანდისტულ მასალას. მისი მიზანი აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა და შიშინ განცდის გაჩენაა.

„ეკოსისტემა, რომელიც ხუთ სვეტს ეფუძნება", წერია ანგარიშში, "მთავრობის მიერ არის დაფინანსებული". მისი საშუალებით ვრცელდება მასალები მთელ მსოფლიოში სოციალური ქსელების მეშვეობით, რაც წარმოადენს დეზინფორმაციის, როგორც იარაღის გავრცელებას კიბერსაშუალებების გზით.

ანგარიშის ავტორები კრემლს აკისრებენ პირდაპირ პასუხისმგებლობას ამ ეკოსისტემის შექმნისთვის, რაც წარმოადგენს ინფორმაციის, მასშტაბული სტრატეგიის ჩარჩოებში, როგორც იარაღის გამოყენებას.

ტექსტში მითითებულია საიტები, რომლებსაც კრემლი მოიხმარს. მათ შორის ყველაზე მსხვილია კანადაში დაფუძნებული Global Research.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ლეა გებრიელის თქმით, მათი მთავარი მიზანია, კორონავირუსის პანდემიის და სხვა საკითხების შესახებ კონსპირაციული ვერსიების და ყალბი ინფორმაციის გავრცელება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG