Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელ მატჩზე "ტორპედოსა" და "თელავის" ფეხბურთელები რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ


"ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ" - ამ წარწერით ეცმებათ მაისურები ქუთაისის "ტორპედოსა" და "თელავის" გუნდების ფეხბურთელებს, რომლებიც მატჩს დღეს გამართავენ. მაისურებზე, ასევე, დატანილი იქნება აგვისტოს ომის გმირების გვარ-სახელები.

მაისურებზე წარწერების ინიციატივა "ტორპედოს" გუნდის მენეჯმენტს ეკუთვნის.

"ფეხბურთელები კიდევ ერთხელ იტყვიან ხმამაღლა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს!" - აცხადებენ ტორპედოს ფეხბურთელები.

მატჩი დღეს, 6 აგვისტოს, რამაზ შენგელია სახელობის სტადიონზე, 21 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.

აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. დაიღუპა 412 ადამიანი, მათ შორის, 169 ჯარისკაცი; დაიჭრა - 1 747; 130 ათასი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა, მათგან 30 ათასი დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; განადგურდა 35 ათასი სახლი; მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი; რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებულია დამატებით 5 ხეობა და 125 სოფელი; საქართველოს მოქალაქეები დღემდე ცხოვრობენ მავთულხლართების მიღმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG