Accessibility links

მოქალაქეთა ნაწილი ხურვალეთში შესვლას ითხოვს, პოლიცია უფლებას არ აძლევს


აგვისტოს ომის მე-12 წლისთავზე მოქალაქეთა ნაწილი სოფელ ხურვალეთთან შეიკრიბა და სოფელში შესვლა სურდათ. მათ სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს და განუმარტეს, რომ ეს მათი უსაფრთხოების გამო ხდებოდა.

"არცერთი პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა საოკუპაციო ხაზთან და მოქალაქეები მაინც მიგვიშვით საოკუპაციო ხაზთან", - უთხრა მოქალაქემ სამართალდამცავს.

სამართალდამცავმა მათ განუმარტა, რომ ხურვალეთში შესასვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურიდან ნებართვა უნდა მიეღოთ. იმის გამო, რომ პოლიციამ მოქალაქეები სოფელში არ შეუშვა, მათ მაგისტრალისკენ წასვლა გადაწყვიტეს.

დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. საოკუპაციო ძალები თითქმის ყოველდღიურად აგრძელებენ საოკუპაციო ზოლის გავლებას. 2008 წელს ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორი 170 სამხედრო. ომში დაიჭრა ან დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG