Accessibility links

გრიგოლ ვაშაძე: რუსეთის მთავარი მიზანი იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს რუსეთთან ომში დაღუპულ მებრძოლებს.

პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 12 წლის წინ რუსეთის მთავარი ინტერესი იყო საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დამუხრუჭება, სუვერენული საგარეო პოლიტიკის გადამისამართება მოსკოვზე და საბოლოოდ, სახელმწიფოებრიობის განადგურება, რასაც წინ აღუდგნენ ქართველები, შეიარაღებული ძალები და საქართველოს მოკავშირეები.

ამასთან, ვაშაძის თქმით, მოკავშირეებს საქართველოს გაფრთხილება რომ ყურად ეღოთ და ყურადღებით მოესმინათ პუტინის გამოსვლა მიუნხენში, 2007 წლის 10 თებერვალს, აგრესია არ განხორციელდებოდა არც საქართველოს და არც უკრაინის წინააღმდეგ.

გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაუხვია დალაგებულ გეგმას, რომელიც მთლიანად ერს ჰქონდა: „არ შეიძლება რუსეთის ფედერაციასთან უბრძოლველობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, არ შეიძლება საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის მოუბილიზებლობა იმისათვის, რომ მცოცავ ოკუპაციას, ჩვენი მოქალაქეების გატაცებას, მუდმივ პროვოკაციებს ხელი არ შეუშალო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG