Accessibility links

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო რუსული აგრესიის პირისპირ მარტო არ არის


ევროპარლამენტარი, გერმანელი დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“ გამოეხმაურა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს.

ევროპარლამენტარი წერს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარების პოლიტიკის“ ჩავარდნამ აჩვენა, საქართველო რუსული აგრესიის პირისპირ მარტო არ არის და მას ძლიერი და ერთგული მეგობრები უჭერენ მხარს.

ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“ აღნიშნავს, რომ რუსეთს ჯერაც არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და წლების შემდეგ მსგავსი აგრესიული ტაქტიკა უკრაინაშიც გამოიყენა:

„12 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან და ანექსიიდან, მაგრამ ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დამთავრებულა. 2008 წლის მოვლენებს წინ რუსეთის მრავალწლიანი აგრესია უძღოდა, რაც მცოცავი ოკუპაციითა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებებით გრძელდება“, - წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. 2008 წელს ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 170 სამხედრო. ომში დაიჭრა ან დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG