Accessibility links

რეგიონებში "ნაციონალური მოძრაობის" სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილია


"ნაციონალური მოძრაობა" რეგიონული 22 მაჟორიტარული ოლქიდან სამი კანდიდატის ვინაობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან: გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი და გრიგოლ ვაშაძე.

  • გიორგი ბოტკოველი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;
  • ლევან ბეჟაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი;
  • ქუთაისი - გრიგოლ ვაშაძე.

"ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში რომ საკუთარი მაჟორიტარების დაყენებას აპირებდა, ამის შესახებ თავად პარტიამაც ისაუბრა და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. ამ არჩევნებისთვის ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობაც", თბილისის 8 ოლქში საკუთარი კანდიდატების დაყენებაზე შეთანხმდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG