Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს უკრაინელი მილიარდერის ქონების კონფისცირება სურს


აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა, კონფისკაცია გაუკეთდეს უძრავ ქონებას, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს უკრაინის „პრივატბანკის“ ყოფილ მფლობელებთან, იგორ კოლომოისკისა და გენადი ბოგოლიუბოვთან.

გამოძიება თვლის, რომ ორი საოფისე შენობა აშშ-ში ნაყიდი იქნა უკრაინიდან გატანილი თანხებით. საქმე ეხება საოფისე შენობებს ლიუსკვილსა (კენტუკის შტატში) და დალასში (ტეხასის შტატში). მათი საერთო ფასი 70 მილიარდი დოლარია.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ კოლომოისკიმ და ბოგოლიუბოვმა „პრივატბანკიდან“ მილიარობით დოლარი გაიტანეს და შუამავლების საშუალებით შეიძინეს აშშ-ის კომერციული უძრავი ქონება და საწარმოები.

იგორ კოლომოისკი და მისი პარტნიორი, გენადი ბოგოლიუბოვი აშშ-ში მოქმედ რამდენიმე კომპანიას აკონტროლებენ. ერთ-ერთი მათგანია Optima Management Group-ი - კომერციული უძრავი ქონების ერთ-ერთი უდიდესი მფლობელი კლივლენდში.

აგვისტოს დასაწყისში გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა კომპანიაში ჩხრეკა ჩაატარეს.

ადრე აშშ-ის მედია იტყობინებოდა, რომ FBI იძიებს ფულის რეცხვასთან კოლომოისკის კავშირებს, მაგრამ თვითონ სამსახურმა უარი თქვა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე. Daily Beast-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კოლომოისკის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი კლიენტი არ არის დაკავშირებული უკანონო საქმიანობასთან.

„პრივატბანკი“ უკრაინის უდიდესი კერძო ბანკი იყო. 2016 წელს მთავრობამ მოახდინა მისი ნაციონალიზაცია. კოლომოისკის ბრალად დასდეს ბანკიდან ფულის უკანონოდ გატანა. შემდგომ ბიზნესმენმა დატოვა უკრაინა. 2019 წელს კიევის სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკის ნაციონალიზაცია კანონის დარღვევით მოხდა.

ითვლება, რომ კოლომოისკი უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებულ პირებს შორისაა. 2019 წლის მაისში ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციის შემდეგ კოლომოისკი უკრაინაში დაბრუნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG