Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავის აგრარულ ბაზარს აღარ დააჯარიმებენ


თელავის აგრარულ ბაზარს აღარ დააჯარიმებენ. "როცა შემოვიდნენ, პირდაპირ გამაფრთხილეს, რომ ჯარიმას მიწერდნენ და რაკი ბაზარი დაიკეტა, ერთი ამბავი ატყდა და გუბერნია ჩაერია ალბათ, იმიტომ აღარ მაჯარიმებენ", - განაცხადა თელავის ბაზრის დირექტორმა, მერაბ თურქოშვილმა.

6 აგვისტოს, მოვაჭრეებს კორონავირუსის პრევენციის წესების დარღვევის გამო ბაზარი დაკეტილი დახვდათ, რასაც მათი უკმაყოფილება მოჰყვა. ცნობილი გახდა, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია თერმოსკრინინგისთვის საჭირო აპარატების უქონლობის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს. თუმცა, მოგვიანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შრომის ინსპექციას ობიექტი არ დაუჯარიმებია.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლი ირაკლი შიოშვილი ამბობს, რომ აგრარული ბაზრის ადმინისტრაციამ მხოლოდ გაფრთხილება მიიღო და ბაზარი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით დაკეტა.

მოვაჭრეების პროტესტის ფონზე, ბაზრის ადმინისტრაციასთან ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკების შემდეგ ბაზარი დარღვევების აღმოფხვრის პირობით გაიხსნა და ამჟამად ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებით, აგრარულ ბაზრებში აუცილებელია თერმოსკრინინგი, დეზობარიერები და დამცავი ნიღბების გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG