Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში მდუმარე აქცია გაიმართა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალთან


ტრადიციული, მდუმარე აქცია გაიმართა გორში. გორელებმა 7 აგვისტოს, საღამოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალთან სანთლებით გამოსახეს „08.08.08“. როგორც კი დაღამდა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგნლებმა გვირგვინებით შეამკეს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი.

ღონისძიებები გაგრძელდება 8 აგვისტოს, მათ შორის, შინდისში გმირთა მემორიალს პატივს მიაგებენ.

დღეს, 7 აგვისტოს, 12 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG