Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილმა „ფორმულას“ და „მთავარ არხს“ „პუტინისტები“ უწოდა


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეკითხვაზე, თუ რატომ არაფერს ამბობდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის როლზე 2008 წლის ომში, ჟურნალისტებს უპასუხა: „პუტინისტები ხართ თქვენ“.

მოგვიანებით ღარიბაშვილმა დააკონკრეტა, რომ „პუტინისტებად“ ტელეკომპანია "ფორმულა" და "მთავარი არხი" მოიხსენია. „რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა... სააკაშვილმა და თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელმა კეზერაშვილმა, რომელმაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მიატოვა ომში. ჟურნალისტებს არ ვუწოდებ [პუტინისტებს], მე ვუწოდე "მთავარ არხს" და "ფორმულას" და ნაცმოძრაობას. თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG