Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევი აგვისტოს ომზე: გარეწრების ქმედებებს ვუპასუხეთ


რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა „ფეისბუკზე“ 2008 წლის აგვისტოს ომის მისეული შეფასება გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.

„ჩვენმა ქვეყანამ პასუხი გასცა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქმედებებს. პასუხი გასცა გარეწრების ქმედებებს, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობის, დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება გასცეს. ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის მშვიდობისმყოფელებსაც, რომლებიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, მათ შორის ქართული სოფლების მოსახლეობისთვისაც“, - წერს მედვედევი.

„არსობრივად საკითხი შეეხებოდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომის გამოცხადებას. ამიტომაც, მაშინ მივიღე რთული, მაგრამ ერთადერთი შესაძლებელი გადაწყვეტილება - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაცვა. თავდაპირველად აგრესიისგან დავიცავით, შემდეგ კი, მათი მოქალაქეების თხოვნით, მათი სრული დამოუკიდებლობა ვაღიარეთ“, - ნათქვამია დმიტრი მედვედევის განცხადებაში.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ეს რომ არ გაეკეთებინათ, „ამიერკავკასია დენთის კასრად იქცეოდა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG