Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონის ექსპერტიზა ორი კვირის წინ დაუწყიათ - აცხადებს ოჯახის ადვოკატი


თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილის ტელეფონის ექსპერტიზა მასთან შეუთანხმებლად, 24 ივლისს დაწყებულა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, მას ლუქზე ჰქონდა ხელი მოწერილი, ამიტომ ტელეფონი არ უნდა გახსნილიყო. "დღეს მოვედით მობილური ტელეფონის ექსპერტიზის დასაწყებად. თურმე, მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაწყებულა 24-ში. დღეს მოვედი და ექსპერტიზა დასრულებულია", - განაცხადა მან.

ადვოკატი აცხადებს, რომ ტელეფონი ხელმეორედ დაალუქინა და მიმართა პროკურორსა და ექსპერტებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს მაინც არ ახსნან ლუქი მის გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG