Accessibility links

ZAG-ის ადვოკატმა კომპანიის 5 თანამშრომლის სახლში ჩხრეკა სასამართლოში გაასაჩივრა


კომპანია ZAG​-ის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა, მოსამართლის განჩინება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც 7 აგვისტოს კომპანიის 5 თანამშრომლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

„ამ განჩინებაში ვერანაირი დასაბუთება ვერ ვნახეთ, საქმის მასალები რა შემხებლობაშია ამ ხალხის ბინების ჩხრეკასთან დაკავშირებით. საერთოდ არანაირი დასაბუთება არ იყო განჩინებაში. მხოლოდ იყო მოყვანილი მშრალად კანონის მოთხოვნები. ყველაფერი მივაწოდეთ გამოძიებას და თუკი რაიმეს ნახავენ, მზად არის ეს ხალხი, პასუხი აგოს, მაგრამ დამერწმუნეთ, ვერაფერს ნახავენ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ZAG კომპანიაა, რომელშიც 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG