Accessibility links

ბელარუსის ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების წინ განაგრძობს დამოუკიდებელ მეთვალყურეებზე ზეწოლას


ბელარუსის ხელისუფლება განაგრძობს დამოუკიდებელ მეთვალყურეებზე ზეწოლას 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამასობაში იზრდება შიში, რომ პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა გაყალბებასა და რეპრესიებს გამოიყენებს, რათა გაახანგრძლივოს თავისი 26-წლიანი მმართველობა.

ადამიანის უფლებების ორგანიზაცია „ვიასნამ“ 8 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია წინასწარი კენჭისყრის პროცესში საარჩევნო უბნებზე პოლიციის მიერ დევნისა და დაშინების ათობით შემთხვევის შესახებ.

ოპოზიციის პოლიტიკოსებმა, უფლებადამცველებმა და ლუკაშენკას კრიტიკოსებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ წინასწარი კენჭისყრისგან, რომელიც 4 აგვისტოს დაიწყო. მათი თქმით, ეს ხელისუფლების მომხრეებს კენჭისყრის შედეგების გაყალბების მეტ შესაძლებლობას აძლევს.

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ წინასწარ კენჭისყრაში 6,8 მილიონი ამომრჩევლის 32,24%-მა მიიღო მონაწილეობა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელიც შემოკრებილია საპრეზიდენტო კანდიდატ სვიატლანა ციხანოუსკაიას გარშემო, ამომრჩევლებს მოუწოდა, შეებრძოლონ არჩევნების გაყალბებას და შექმნან კენჭისყრის მონიტორინგის ორგანიზაციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG