Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალქალაქში 27 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს


ახალქალაქში 27 წლის კაცის განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი", - აცხადებენ უწყებაში და დასძენენ, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების გამოსავლენად.

ახალგაზრდა კაცი ახალქალაქში გუშინ, 8 აგვისტოს მოკლეს. მკვლელობის შემდეგ ქალაქში არეულობა დაიწყო, სავარაუდოდ, გარდაცვლილის ოჯახმა იმ პირის კუთვნილი სასტუმრო გადაწვა, ვინც მკვლელად მოიაზრეს. ეს ვერსია სამხარეო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მედიასთან გააჟღერა.

გარდა ამისა, ქალაქში გადამწვარია რამდენიმე სახლი და რამდენიმე მანქანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით კი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG