Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევაა


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 1 225-ს გაუტოლდა.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ბოლო 24 საათში 4 ადამიანი განიკურნა, ჯამში კი ეს რიცხვი 1 000-ს გაუტოლდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ დაწესდა არაერთი შეზღუდვა. შეზღუდვების ნაწილი, მათ შორის ფრენებზე და რიგ ეკონომიკურ საქმიანობაზე ამ დრომდე მოქმედებს. დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა.

XS
SM
MD
LG