Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად გამოაცხადა


ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად გამოაცხადა, ვინაიდან, ცესკოს თქმით, ადგილობრივი დროით 14 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ამომრჩეველთა 65%-ს.

წლევანდელ არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ზედიზედ მეექვსე ვადით არჩევისთვის იბრძვის.

საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს საარჩევნო უბნების გახსნამდე ცოტა ხნით ადრე გამოაცხადა, რომ ამომრჩეველთა 40%-მა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო წინასწარი არჩევნების პროცესში, რომელიც 4 აგვისტოს დაიწყო.

მაგრამ დამოუკიდებელმა მეთვალყურეებმა ეჭვქვეშ დააყენეს წინასწარ კენჭისყრაში ამომრჩეველთა ასეთი აქტიურობა.

არჩევნებში გარდა ლუკაშენკასი, რომელიც 1994 წლიდან მართავს ქვეყანას, მონაწილეობს მისი ხუთი ოპონენტი, რომელთაგან მთავარია სვიატლანა ციხანოუსკაია. საარჩევნო კამპანია აღინიშნებოდა ლუკაშენკას ოპონენტების მასობრივი აქციებით, მათგან ბევრის - მათ შორის, ცნობილი ოპოზიციური მოღვაწეების - დაკავებით და დაპატიმრებით. ლუკაშენკას ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მას კენჭისყრის გაყალბება შეუძლია. ისინი ხმების პარალელურ დათვლას აწყობენ.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ და დამოუკიდებელ მეთვალყურეთა მუშაობას აბრკოლებს ინტერნეტისა და სოცქსელების დაბლოკვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG