Accessibility links

სამთავრობო ეგზიტ პოლი: ბელარუსის საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკამ ხმების 79,9% მიიღო


ბელარუსში საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა ბელარუსის სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგები, რომლის თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ხმების 79,9% მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ - 6,8%.

ბელარუსის ხელისუფლებამ არჩევნებზე არ დაუშვა დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებში დემოკრატიული ნორმების დაცვას აკონტროლებენ.

7 აგვისტოს ბელარუსში დააკავეს რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ტელეარხის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტები. სამივეს დაატოვებინეს ქვეყნის ტერიტორია. 9 აგვისტოს მინსკში დააკავეს ტელეარხ „დოჟდის“ გადამღები ჯგუფი.

როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, ბელარუსის ხელისუფლებამ მიმართა ზომებს, რათა ხმების დათვლის პროცესზე არ დაეშვა ბელარუსის საზოგადოების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ჟურნალისტები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგები შესაძლოა გაყალბდეს.

ამჟამინდელი არჩევნები მეექვსეა დამოუკიდებელი ბელარუსის ისტორიაში. ყოველ საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებდა ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდან მართავს ქვეყანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG