Accessibility links

მსოფლიოში 20 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა


მსოფლიოს 210-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 20 025 000-ზე მეტი ადამიანი. 10 აგვისტოს დილისთვის ეს მონაცემია გამოქვეყნებული მკვლევრების და მოხალისეების საერთაშორისო ჯგუფის worldometer-ის საიტზე. ჯგუფი სტატისტიკას ადგენს ქვეყნების ოფიციალური მონაცემების მიხედვით. კორონავირუსისგან უკვე განიკურნა 12 900 000-ზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 734 000-ს აჭარბებს.

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით პირველ ადგილზე მყოფ აშშ-ში უკვე დაინფიცირდა 5 მილიონზე მეტი ადამიანი და 165 600-ზე მეტი გარდაიცვალა. ბრაზილიაში ინფიცირებულთა რიცხვი 3 მილიონს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილების - 131 000-ს. მესამე ადგილზე მყოფ ინდოეთში უკვე დაინფიცირდა 2 მილიონზე მეტი და 44 400-ზე მეტი გარდაიცვალა.

რუსეთის ოფიციალური სტატისტიკით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 887 500-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილების - 15 000-ს უახლოვდება. კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით რუსეთს მოსდევენ სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, ესპანეთი, ირანი და დიდი ბრიტანეთი.

საქართველოს უშუალო მეზობლებიდან, რუსეთთან ერთად პირველ ოცეულშია თურქეთი, სადაც ოფიციალური სტატისტიკით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 241 ათასს უახლოვდება. გარდაცვლილია 5 800-ზე მეტი ადამიანი. სომხეთში უკვე დაინფიცირდა 40 400-ზე მეტი და გარდაიცვლა 791. აზერბაჯანის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33 500-ს აჭარბებს, მათგან გარდაცვლილია 490.

9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია 1225 შემთხვევა, მათგან 1000 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 17 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG