Accessibility links

გიგი უგულავა: მზად ვართ კონსულტაციისთვის, რათა ზურა ჯაფარიძე იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი დიდუბეში


გიგი უგულავა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“ მზადაა, კონსულტაციები აწარმოოს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან იმასთან დაკავშირებით, რომ დიდუბე-ჩუღურეთში ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი. ამის თაობაზე გიგი უგულავამ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:

„საინტერესო და განსხვავებული ორთაბრძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი ოცნებიდან გია ვოლსკი და Zurab Girchi Japaridze. ევროპული საქართველო მზად ვართ ზურასთან ერთად ჩავერთოთ დესოვიეტიზაციის კამპანიაში. დიახ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა. ჩვენ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რომ სწორედ ზურა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი
ზურაბ ჯაფარიძე - წარმატება და გამარჯვება შენ“, - წერს გიგი უგულავა.

„გირჩის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დიდუბეში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა ფეისბუკის საშუალებით.

„წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში“, - აცხადებს ის.

მისი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში „ქართული ოცნებიდან“ გია ვოლსკი იქნება. ამავე ოლქში კენჭს იყრის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ანა დოლიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG