Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ დავივიწყებთ წარსულს, დადგება ომის საფრთხე


საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ქვეყანას ომი. ასე მიმართა მან პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას ერეკლე მეფის სასახლის ეზოდან.

"ჩვენ თუ დავივიწყებთ წარსულს, დადგება საფრთხე, რომ ჩვენი მოსახლეობა დადგეს იმ დიდი განსაცდელის წინაშე, რომელიც სულ რაღაც 12 წლის წინ ჩვენ ყველამ ერთად გამოვცადეთ", - თქვა მან.

სიტყვით გამოსვლის დროს ღარიბაშვილმა მოსახლეობას პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაც შეახსენა:

"ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა ჩვენი ხალხისთვის უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა. თავისუფლება - რაც ყველაზე მთავარია. ღირსება დაუბრუნა ხალხს. ნათქვამია, თუ ძალას არ აბალანსებს ღირსება, ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს".

"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელების შემდეგ მათი რეგიონებში წარდგენა დაიწყო. დღეს პარტიამ ირაკლი ქადაგიძის კანდიდატურა წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG