Accessibility links

თალიბანთან პატიმრების გაცვლაზე შეთანხმებამ მხარეები ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებასთან ერთი ნაბიჯით დააახლოვა


ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი "ლოია ჯირგაზე" 8 აგვისტოს

ავღანეთის მთავრობა და თალიბანი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების პირას არიან. მათი მოლაპარაკება შესაძლებელი ხდება ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის თანხმობის შედეგად, რომ გაუშვან დაპატიმრებული 400 თალიბი. მოლაპარაკების მიზანია დასრულდეს თითქმის ოცწლიანი ომი ავღანეთში.

ღანიმ თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ ხელი მოაწეროს განკარგულებას პატიმრების განთავისუფლების შესახებ, გამოაცხადა 9 აგვისტოს მას მერე, რაც ამის თქობზე რეკომენდაცია მიიღო ავღანეთის 3400 ცნობილი მოქალაქისგან, რომლებიც დიდ ყრილობაზე - „ლოია ჯირგაზე“ შეიკრიბნენ და ამ თემაზე იმსჯელეს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ხუთ თვეში მას მერე, რაც ვაშინგტონი და თალიბანი შეთანხმდნენ, რომ პატიმრების განთავისუფლება იქნებოდა პირობა მოლაპარაკებისა თალიბანსა და ქაბულს შორის.

სამშვიდობო მოლაპარაკება გაიმართება დოჰაში, ყატარში მას მერე, რაც პატიმრების გაშვების პროცესი დასრულდება, ანუ, რამდენიმე დღეში, განაცხადა ავღანეთში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა, ზალმაი ხალილზადმა ტვიტერის საშუალებით. ხალილზადი მიესალმა ღანის გადაწყვეტილებას და „ლოია ჯირგას“ განცხადებას. მან თქვა, რომ მხარეები დაიწყებენ ავღანეთის ომის დასრულების პოლიტიკური გზამკვლევის და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის პროცესს.

თალიბანის წარმომადგენლმა, სუჰაილ შაჰიდმა როიტერსის სააგენტოს უთხრა, რომ თალიბანი დათანხმდა მოლაპარაკების დაწყებას ათი დღის განმავლობაში, მაგრამ უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებამდე, როგორც ეს ღანიმ მოითხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG