Accessibility links

სოფელ ყარაჯალარში კარანტინი გაუქმდა


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი გახსნეს გუშინ, ღამის 12 საათზე, 18-დღიანი კარანტინის შემდეგ. გაუქმებულია ბლოკ-პოსტები და სოფელში შესვლა-გამოსვლა თავისუფლად შეიძლება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა დღეს დილით ჟურნალისტებს უთხრა, რომ გასული კვირის პარასკევს და შაბათს ჩატარდა მოსახლეობის განმეორებითი მასობრივი ტესტირება -1500-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა და Covid-19-ით დაავადების მხოლოდ ორი შემთხვევა დადასტურდა, ორივე ინფიცირებული ერთი ოჯახიდანაა.
ამასთან, გუბერნატორის თქმით, ბოლო 24 საათში PSR ტესტი 882 ადამიანს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის127 საკვლევი მასალის პასუხი.

„ვინაიდან დაავადების მასობრივი გავრცელება აღარ ხდება და მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი გაუქმებულიყო“, თქვა გუბერნატორმა.

ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაკეტეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. სოფელში დღეისთვის, სულ, Covid-19 44 ადამიანს დაუდასტურდა. გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის ტესტირება გარძელდება, მაგრამ არა მასშტაბურად. კარანტინის გაუქმებამდე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია ორჯერ გამართა, ყარაჯალრის გახსნის მოთხოვნით. მეორე აქცია გასული კვირის ხუთშაბათს გაიმართა სოფლის შესასვლელში, ბლოკ-პოსტთან. აქციის მონაწილეებიდან ნაწილი აცხადებდა, რომ არ სჯერა ეპიდემიის, მეორე ნაწილი კი უმუშევრობასა და ეკონომიკურ გაჭირვებაზე ჩიოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG