Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოხვდა გაუგებრობაში" - ტიკარაძე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დაპატიმრებულ ექიმზე


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, ვახტანგ ყიფიანი "გარკვეულ გაუგებრობაში" მოხვდა. ასე შეაფასა მან მისი უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით დაკავება.

"ცალსახად გამოიკვეთა, თუ რამდენი და რა მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო განხორციელდეს საკანონმდებლო ბაზაში და ასევე, რეგულირების, პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში იმისთვის, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა იმ გარკვეულ გაუგებრობაში, სადაც მას დღეს ეწოდა "თაღლითი" ექიმის სახელი. სამინისტრო მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს დამატებით არაერთი ქმედება იმისთვის, რომ სიცხადე შეიტანოს ამ საქმეში. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან იმისთვის, რომ გადაიდგას ის ქმედითი ნაბიჯები, რაც დადებით გავლენას იქონიებს ვახტანგ ყიფიანის საქმეზე", - განაცხადა ტიკარაძემ.

4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ თბილისის ცენტრალური კლინიკის დირექტორისა და ექიმის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყება აღნიშნავდა, რომ მათ თაღლითურად გაუკეთეს პაციენტს ოპერაცია და უკანონო საექიმო საქმიანობას ეწეოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG