Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესტიაში, მდინარე შავღელეზე მცირე მასშტაბის მეწყერი ჩამოწვა


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მესტიაში, მდინარე შავღელეზე მცირე მასშტაბის მეწყერი ჩამოწვა.

როგორც პრესსამსახური აღნიშნავს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხშირად ხდება მდინარე შავღელეზე ასეთი რამ. მეწყერისგან არავინ დაშავებულა. ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი ტექნიკა მუშაობს და როგორც პრესსამსახური იტყობინება, შესაძლოა, გზის გაწმენდა დღესვე დასრულდეს.

XS
SM
MD
LG