Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში ერთი დემონსტრანტი დაიღუპა ძალოვნებთან დაპირისპირების დროს


ცეცხლი და კვამლი პრიტიცკის ქუჩაზე
ცეცხლი და კვამლი პრიტიცკის ქუჩაზე

10 აგვისტოს ერთი დემონსტრანტი დაიღუპა ძალოვნებთან დაპირისპირების დროს მასობრივი არეულობებისას მინსკში, პრიტიცკის ქუჩაზე, - ამის შესახებ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა.

უწყების თანახმად, დაახლოებით 23:00 საათზე პრიტიცკის ქუჩაზე ერთ-ერთი დემონსტრანტი შეეცადა უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობის სროლას სპეცრაზმელების მიმართულებით. მაგრამ ნივთი მას ხელში აუფეთქდა. კაცმა მიიღო სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ბრბო ცდილობდა ბარიკადების აგებას მოძრაობის შესაფერხებლად.

საღამოს, მინსკში, პრიტიცკის ქუჩის მახლობლად იმყოფებოდა დაახლოებით 10 000 კაცი.

თვითმხილველები და ასევე „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტი იტყობინებიან მილიციის სპეცრაზმის მხრიდან ხმოვანი ყუმბარებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების თაობაზე.

ხალხი ცდილობდა ნაგვის ურნებისგან და სხვადასხვა საგნისგან აეგო ბარიკადები. პუშკინის პროსპექტზე შეწყდა ტრანსპორტის მოძრაობა.

იქვე, მეტროს სადგურ „პუშკინსკაიას“ მახლობლად, სერიოზულად დაიჭრა ავტობუსის მძღოლი. მის მახლობლად აფეთქა ყუმბარა. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი.

10 აგვისტოს მინსკსა და სხვა ქალაქებში განახლდა საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ, წინასწარი შედეგით, მასში დამაჯერებლად იმარჯვებს პრეზიდენტი ალექსანდ ლუკაშენკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG