Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაური ბაჩალიაშვილის საქმეზე: თუ დაგვჭირდა, FBI ჩაერთვება


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ვარაუდობს, რომ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება მალე დასრულდება. მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

"ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება. თუ საჭიროება იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვება, სავარაუდოდ, ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ", - განაცხადა გომელაურმა.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 4-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ბაჩალიაშვილის ოჯახი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG