Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს სათამაშო ბიზნესის ლეგალიზების შესახებ


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააკანონა აზარტული თამაშები, რაც მანამდე არალეგალურად არსებობდა.

კანონი განსაზღვრავს ბუკმეკერული საქმიანობისა და აზარტული თამაშების (კაზინოების) ორგანიზების წესებს, ითვალისწინებს იმ პირთა და ორგანიზაციათა რეესტრის შექმნას, ვისაც აქვს ამგვარი საქმიანობის უფლება.

უკრაინის პრეზიდენტის საიტის ცნობით, აზარტული თამაშების უფლება აქვს მხოლოდ მათ, ვისაც შეუსრულდათ 21 წელი. თანაც ყოველ ჯერზე მათ უნდა გაიარონ იდენტიფიცერების პროცესი.

უკრაინაში სათამაშო დაწესებულების, კაზინოს გახსნა დასაშვებია ხუთ და ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროებში, რომლებსაც 100 ნომერეზე მეტი აქვთ, ასევე სათამაშო ზონის სპეციალურ ტეროტორიაზე.

სათამაშო ავტომატებიანი დარბაზის მოწყობა შეიძლება ასევე სამვარსკვლავიან სასტუმროებში.

ბუკმეკერებს უფლება აქვთ იმუშაონ ონლაინ-მოედნებზე, ასევე ჩვეულებრივ დარბაზებში, რომლებიც შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სასტუმროებში ან იპოდრომებზე.

კანონის თანახმად, შეიქმება აზარტული თამაშების ბაზრის მრეგულრებელი სახელმწიფო კომისია და მედიცინის, სპორტისა და კულტურის მხარდაჭერის ფონდი.

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ოფიციალურად 2009 წელს აიკრძალა, მაგრამ სპეციალისტები აცხადებენ, რომ ის "ჩრდილში" საქმიანობდა.

პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს, დასაშვები გახდა ლატარეის გათამაშება, ამ ბიზნესის ქოლგის ქვეშ მოექცა ასევე კაზინო-ჯიხურები.

2019 წლის ბოლოს უკრიანის შინაგან სქმეთა მინისტრმა ნაციონალური პოლიციისაგან მოითხოვა სახელმწიფო ლატარეის სახით მოქმედი ყველა სათამშო დაწესებულების დახურვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG