Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1278-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 12 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1058.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

12 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7718 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 245.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG