Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სტრატეგია აღმაშენებელმა" პოტენციურ ამომრჩეველს საარჩევნო დაპირებები გააცნო


პოლიტიკურმა პლატფორმამ "სტრატეგია აღმაშენებელი" ქუთაისში საარჩევნოდ მოქალაქეებს 5 მთავარი დაპირება გააცნო. დაპირებები "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ წარადგინა.

გაერთიანების დაპირებებია:

  1. მომდევნო 4 წლის განმავლობაში 300 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა;
  2. 2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრება, ბიზნესისთვის დაბალპროცენტიანი სესხი;
  3. პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის ჩამოწერა;
  4. მედიკამენტების 50 პროცენტით გაიაფება;
  5. ყველა ბიზნესი, რომლის ფინანსური ბრუნვაც 2012 წლიდან მილიონ ლარს არ აღემატება, დამატებითი ღირებულების გადასადახისგან გათავისუფლება.

ბოლო პოლიტიკური კვლევების მიხედვით, რომელიც "ფორმულას" დაკვეთით "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა, გიორგი ვაშაძის პარტიას 2-პროცენტიანი რეიტინგი აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG