Accessibility links

"ფრონტერას" ყოფილი თანამშრომლები ისევ მოითხოვენ კუთვნილი ხელფასის გადახდას


ფოტო არქივიდან: "ფრონტერას" ყოფილი თანამშრომლების აქცია

ნავთობმომპოვებელი კომპანიის, “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ყოფილმა თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში აქცია გამართეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით და ნედლეულით დატვირთული ავტომანქანის გადაადგილება შეაფერხეს.

კომპანიიდან გათავისუფლებული 84 თანამშრომელი თითქმის ერთი წელია უშედეგოდ ითხოვს 11 თვის ხელფასის გადახდას. ისინი აქციებს პერმანენტულად მართავენ. მენეჯმენტი სახელფასო დავალიანებას კომპანიის ფინანსური პრობლემებით ხსნიდა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, კუთვნილი ხელფასის გადახდას ჰპირდებოდნენ მოპოვებული ნავთობის რეალიზაციით მიღებული თანხით, თუმცა, დაპირება არ შესრულდა.

აქციის მონაწილეებთან მივიდა "ფრონტერას" დედოფლისწყაროს საბადოს მენეჯერი. გიორგი ჯანიაშვილმა სახელფასო დავალიანების გასტუმრების კონკრეტული ვადა ვერ დაასახელა.

საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კომპანიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ერთჯერადად მიიღებენ 1200-1200 ლარის დახმარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG