Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა


დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, თბილისის დროით 11:31 წუთზე მიწისძვრა მოხდა. საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანახმად, მიწისძვრის სიმძლავრე 3,7 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტყვარჩელიდან 31 კილომეტრში, სოფელ მარჯვენა პტიშში იყო.

საქართველოში მიწისძვრა გუშინაც დაფიქსირდა. კერძოდ, 11 აგვისტოს, თბილისის დროით 23:21 საათზე, ქალაქ წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 24კმ-ში სოფელ როდიონოვკასთან (ფარავანი) მომხდარი მიწისძვრის სიდიდე 3.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. აღნიშნული მიწისძვრიდან დაახლოებით ნახევარ საათში დაფიქსირდა განმეორებითი ბიძგები, რომლის სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG