Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 წლის წინ ბარენცის ზღვაში ჩაიძირა რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“


ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“. 2000 წ. ივნისის ფოტო.
ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“. 2000 წ. ივნისის ფოტო.

20 წლის წინ ბარენცის ზღვაში ჩაიძირა რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“. მასში მყოფი ეკიპაჟის 118-ვე წევრი დაიღუპა.

დღეს რუსეთის მთელ რიგ ქალაქებში ტარდება წყალქვეშა ნავში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

„კურსკი“ 2000 წლის 12 აგვისტოს ჩაიძირა ბარენცის ზღვაში სასწავლო მანევრების დროს. ოფიციალური მონაცემებით, „კურსკი“ დაიღუპა სასწავლო იერიშისთვის მზადების პროცესში ტორპედოს აფეთქების გამო. ნავში 118 მეზღვაური იმყოფებოდა. 21 აგვისტოს მაშველებმა ლუკის გახსნა შეძლეს. ერთი წლის შემდეგ წყალქვეშა ნავი ზედაპირზე ამოიტანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აფეთქება ტორპედოების ნაკვეთურში მოხდა ერთ-ერთი ტორპედოს ნაპრალიდან წყალბადის ჟანგის გაჟონვის გამო. აფეთქების შემდეგ ცოცხალი გადარჩა 23 მეზღვაური, მაგრამ ისინი ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალნენ.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დღემდე აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ავარიისთანავე არ შეწყვიტა შვებულება, როცა ეკიპაჟის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო; ასევე მის მიერ ღიმილით წარმოთქმული ფრაზისთვის „ის ჩაიძირა“, პასუხად CNN-ის წამყვანის, ლერი კინგის შეკითხვაზე, თუ რა მოუვიდა წყალქვეშა ნავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG