Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაჯალრის მკვიდრს ერთდროულად COVID-19 და ციმბირის წყლული აღმოაჩნდა


რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალრის მკვიდრს, ერთდროულად COVID-19 და ციმბირის წყლული აღმოაჩნდა.

ცენტრალური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, პაპუნა ბახტაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქალი თავდაპირველად ციმბირის წყლულის ნიშნებით 11 აგვისტოს შემოიყვანეს.
„პაციენტს მაღალი სიცხე ჰქონდა, მაგრამ რადგან ყარაჯალრიდან იყო და რისკის ზონას განეკუთვნებოდა, ციმბირის წყლულზე ანალიზის აღების გარდა, PSR ტესტიც ჩაუტარდა. ორივე შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა “, - თქვა პაპუნა ბახტაძემ.

ყარაჯალარი და მიმდებარე სოფლები ციმბირის წყლულის ენდემური კერაა. გარდაბნის მუნიციპალიტეტში მწვავე ინფექციური დაავადების აფეთქება 2000-იანი წლების დასაწყისში მოხდა. ინფექცია დაავადებული ცხოველისგან
ადამიანზე გადადის, მაგრამ არა ადამიანიდან ადამიანზე.
ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი 10 აგვისტოს გაუქმდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG