Accessibility links

IRI-ს გამოკვლევა - გამოკითხულთა უმრავლესობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა


Georgia -- Economic situation in Georgia since outbreak of Covid-19 pandemic

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის უმთავრეს პრობლემებად გამოკითხულები ყველაზე ხშირად ასახელებენ: უმუშევრობას (46%), ცხოვრების ღირებულებასა და მაღალ ფასებს (17%), სიღარიბეს (10%).

შეკითხვაზე - კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან როგორ შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა, გამოკითხულთა 82% პასუხობს, რომ გაუარესდა (გარკვეულწილად - 42% და მნიშვნელოვნად - 40%). სულ 3% თვლის, რომ გაუმჯობესდა და 15%-ის შეფასებით, იგივე მდგომარეობაშია.

მოსახლეობას ჰკითხეს, როგორ აფასებენ თავიანთი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობას დღეს, რაზეც 65% პასუხობს, რომ ცუდად ან ძალიან ცუდად. ეს მაჩვენებელი 5%-ით მეტია გასული წლის ოქტომბრისაზე.

გამოკითხულთა 67%-ის აზრით, მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად ან ძალიან გაუარესდა პანდემიის დაწყების შემდეგ.

საზოგადოებრივი აზრის ივნისის გამოკვლევის შედეგები IRI-მ 12 აგვისტოს გამოაქვეყნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG