Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI-ის კვლევა: საქართველოს NATO-ში გაწევრებას ემხრობა გამოკითხულთა 78%, ევროკავშირში - 87% 


აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას.

გამოკითხულთა 78% მომხრეა, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, 87% ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას.

ამასთან, გამოკითხულთა 7% წინააღმდეგია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. 13% კი ეწინააღმდეგება ქვეყნის NATO-ში გაწევრებას.

მეთოდოლოგია

გამოკითხვისთვის საველე სამუშაოები 2020 წლის 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში IPM-მა ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

გამოკითხვა კოორდინირებული იყო დოქტორი რასა ალისაუსკიენეს მიერ, საჯარო და მარკეტინგული (საბაზრო) კვლევების კომპანია „Baltic Surveys/The Gallup Organization“-ის მიერ IRI-ის ცენტრის „Center for Insights in Survey Research“ პირისპირ ინტერვიუების გზით, რესპონდენტების სახლებში. გამოკვლევა დააფინანსა USAID-მა.

გამოკითხვაში მონაწილეობდა საარჩევნო ხმის უფლების მქონე 18 ან უფროსი ასაკის საქართველოს 1500 მუდმივი მცხოვრები. შერჩევა არის რეპრეზენტაციული ზოგადი მოსახლეობის ასაკის, გენდერის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. პასუხის კოეფიციენტი იყო 66 პროცენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG