Accessibility links

კიევი მინსკისგან ითხოვს ბელარუსში ივლისის ბოლოს დაკავებული 33 პირიდან 28-ის გადაცემას


უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ბელარუსის გენერალურ პროკურატორას გაუგზავნა მოთხოვნა, უკრაინულ მხარეს გადასცენ მინსკის მახლობლად ივლისის ბოლოს დაკავებული 33 პირიდან 28. ამის შესახებ უკრაინის უწყების პრესსამსახური იტყობინება.

კიევს მიაჩნია, რომ ბელარუსში დაკავებულთა უმრავლესობა დონბასში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა სეპარატისტების მხარეზე.

ბელარუსის ხელისუფლება დაკავებულებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრებად მიიჩნევს. მინსკმა განაცხადა, რომ ისინი ბელარუსში ჩავიდნენ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობის მომზადების ბრალდებით.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯგუფი ტრანზიტად იმყოფებოდა მინსკში და სხვა ქვეყნებში მიემგზავრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG