Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 7 შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

12 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, აფხაზეთში სულ გამოვლენილი აქვთ ინფიცირების 155 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 ადამიანი.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი რუსეთიდანაა იმპორტირებული. მიუხედავად ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ 1 აგვისტოდან გახსნა პანდემიის გამო რუსეთთან დაკეტილი ე.წ. საზღვარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG