Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. 8 აგვისტოს შემდეგ, ეს ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1283-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 13 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1068.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

13 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7718 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 245.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG