Accessibility links

მაიკ პომპეო სლოვენიაში მიემგზავრება, მოლაპარაკების ყურადღების ცენტრში ტექნოლოგიის უსაფრთხოებაა


ბირთვული ენერგეტიკა და 5G-ის ქსელებია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დღის წესრიგში 13 აგვისტოსთვის, როცა ის ევრუკავშირის და ნატოს წევრ სლოვენიას, ევროპის ოთხ სახელმწიფოში მოგზაურობის ფარგლებში მეორე ქვეყანას სტუმრობს. პომპეო ხვდება პრემიერ-მინისტს იანეზ იანშას ტბისპირა ქალაქ ბლედში, სადაც ისინი ხელს აწერენ ერთობლივ დეკლარაციას 5G-ის ქსელების უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამდენად, სლოვენია შეუერთდება აშშ-ის პლატფორმას საინფორმაციო ტექნოლოგიის, კერძოდ, მეხუთე თაობის ინტერნეტის, 5G-ის სფეროში, ჩინეთის და მისი კომპანიის Huawei-ის მზარდი გავლენის წინააღმდეგ.

აშშ-ის ოფიციალური პირებით თვლიან, რომ ჩინეთი Huawei-ის ტიპის ფირმებს იყენებს სხვა ქვეყნებში საჯაშუშო ქსელების შესაქმნელად. ბრალდებას ჩინეთის უარყოფს.

პომპეო სლოვენიელ მასპინძლებთან მოილაპარაკებს ასევე აშშ-ის შესაძლო მონაწილეობაზე კრსკოს ბირთვული ელექტროსადგურის ახალი გენერატორის აგებაში. ბირთვულ სადგურს სლოვენია მეზობელ ხორვატიასთან ერთად ამუშავებს.

იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა სლოვენია ნატოს და ევროკავშირს შეუერთდა 2004 წელს. პომპეო, რომელიც იქ ჩავიდა ჩეხეთის რესპუბლიკიდან, შემდეგ ავსტრიას და იქიდან კი, პოლონეთს ეწვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG