Accessibility links

აფხაზეთის კონფლიქტიდან 25 წლის შემდეგ მოძიებული 13 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცემა


აფხაზეთში დაღუპული და წლების შემდეგ ნაპოვნი და იდენტიფიცირებული მებრძოლების პანაშვიდი სამების ტაძარში. თბილისი, 2018 წლის 26 აპრილი

დღეს, 14 აგვისტოს ოჯახებს გადასცემენ 1992-1993 წლებში, აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული და წლების შემდეგ მოძიებული 13 ადამიანის ნეშტს. მათი იდენტიფიცრების შესახებ 13 აგვისტოს განაცხადა „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა“.

13 ადამიანის ნეშტი 2017-2018 წლებში მოიძიეს სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში. „წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, იდენტიფიცირება განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მრავალდარგობრივი მეცნიერული პროცესის შედეგად.

ოჯახებს ნეშტებს გადასცემენ სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობაში. გამოსამშვიდობებელი ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

ნეშტების ამოცნობა შესაძლებელი გახდა აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულთა საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც „წითელი ჯვრის“ ეგიდით, 2010 წლიდან მუშაობს და მასში ჩართულნი არიან აფხაზი და ქართველი მონაწილეები.

90-იანი წლების კონფლიქტის და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგულად ითვლება 2 352 სამხედრო და სამოქალაქო პირი.

2013 წლის შემდეგ ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი. მათგან ამოცნობილია 191.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG