Accessibility links

კახეთში მოიპარეს მიუსაფარი ძაღლებისთვის ნაყიდი სახლები


ლაგოდეხის მერიამ მიუსაფარი ცხოველებისთვის ხის სახლები 2019 წელს შეიძინა და სოფელ ბაისუბანთან განათავსა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანთან მდებარე უღელტეხილზე მიუსაფარი ძაღლებისთვის განთავსებული ხის სახლების ნაწილი მოიპარეს.

ლაგოდეხის მერის მოადგილემ ზურაბ ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოპარულია სამი სახლი. მერიამ მომხდარი ფაქტი აცნობა პოლიციას, რომელმაც გამოძიება დაიწყო.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუსაფარი ცხოველებისთვის ხის 14 სახლი 2019 წელს შეიძინა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაიხადა დაახლოებით 4500 ლარი. სახლები დადგეს ბაისუბნის მახლობლად, სადაც ბევრი მიუსაფარი ძაღლი იკრიბება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG