Accessibility links

site logo site logo

ლუკაშენკა: „ჯერ ცოცხალი ვარ და არ ვარ საზღვარგარეთ“


ბელარუსის პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, პარასკევს გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს და უარყო ხმები, თითქოს ქვეყანა დატოვა.

„დასაწყისისთვის ვიტყვი, რომ ჯერ ცოცხალი ვარ და არ ვარ საზღვაგარეთ, როგორც ამას ზოგიერთი ჩვენი ზოგიერთი "ინფორმირებული" პირი ავრცელებს, თითქოს პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა და საზღვარგარეთ იმყოფება“, - ამ სიტყვებით დაიწყო ლუკაშენკამ პარასკევს გამართული სამთავრობო შეხვედრა, რომელიც, როგორც ოფიციალური სააგენტო „ბელტა“ იუწყება, მშენებლობის პროცესებს მიეძღვნა.

ლუკაშენკამ, რომელიც 10 აგვისტოს შემდეგ საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა, კომენტარი გააკეთა საწარმოებში მიმდინარე გაფიცვასა და საპროტესტო აქციებზე.

მისი თქმით, ქვეყანაში ცდილობენ, რომ გამოიწვიონ მღელვარება „შრომით კოლექტივებში“.

„თუ ადამიანს არ უნდა მუშაობა, მას ძალას ვერ დაატან“, - განაცხადა გაფიცვებისკენ მოწოდების კომენტირებისას ლუკაშენკამ და დასძინა, რომ საწარმოების გაჩერება გამოიწვევს იმას, რომ ბელარუსი „ვერ განავითარებს საკუთარ წარმოებას“ და წააგებს ბრძოლას ბაზრების ასათვისებლად.

თავად საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნებისა და დემონსტრანტებზე განხორციელებული სასტიკი ძალადობის შესახებ ლუკაშენკას კომენტარი არ გაუკეთებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG