Accessibility links

ბულგარეთის პრემიერი ახალი კონსტიტუციის მიღების მოწოდებით გამოდის


Boiko Borisov prime minister Bulgaria

მისი გადადგომის მოთხოვნით ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი გამოდის მოწოდებით, მოიწვიონ დიდი ეროვნული კრება ახალი კონსტიტუციის განხილვისა და მიღების მიზნით.

„დროა, არა მხოლოდ შევცვალოთ პოლიტიკური სისტემა, არამედ ქვეყანა ახლიდან ამოქმედდეს“, განაცხადა ბორისოვმა სატელევიზიო მიმართვაში 14 აგვისტოს და აღნიშნა, რომ მოქმედი კონსტიტუცია მიიღეს „სხვა ისტორიულ პერიოდში და განსხვავებულ პოლიტიკურ ვითარებაში“. ბორისოვმა მზადყოფნა გამოთქვა, გადადგეს, როცა პარლამენტი ახალი არჩევნების ვადას დანიშნავს.

ახლა არჩევნები დანიშნულია გაისად მარტისთვის.

ბორისოვის თანხმად, მან და მისმა, მმართველმა პარტიამ, „მოქალაქენი ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“, უკვე შექმნა კონსტიტუციის პროექტი, რომლის თანახმად, პარლამენტში შემცირდება დეპუტატების რაოდენობა 240-დან 120-მდე, მოხდება სასამართლო სისტემის გარდაქმნა, რათა ის დამოუკიდებელ გახდეს, ასევე გაძლიერდება პროკურორების და მოსამართლეების პასუხისმგებლობა.

დიდი ეროვნული კრების მოსაწვევად პარლამენტის წევრების ორი მესამედის თანხმობაა საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG