Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგას ანტირეკორდით გამოეთიშა


უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლაიპციგის“ შემდეგ, ნახევარფინალის საგზურს „ბაიერნიც“ დაეუფლა. მიუნხენელებმა მეოთხედფინალური ეტაპის მესამე მატჩში, რომელსაც ბევრი ნაადრევ ფინალსაც კი უწოდებდა, ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი, „ბარსელონა“, უშანსოდ დაამარცხა, ანგარიშით 8:2.

„ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 40 გოლი დაუგროვდა, რაც უკვე საუკეთესო შედეგია კლუბის ისტორიაში. „ბარსელონამ“ კი ქომაგებს, წაგების გარდა, რამდენიმე ანტირეკორდითაც წაუხდინა ხასიათი. კატალონიურ კლუბს აქამდე ევროთასებზე ყველაზე მეტი - ექვსი გოლი ჰქონდა გაშვებული 1962 წელს „ვალენსიასთან“ მატჩში. აქვე ერთი საინტერესო დეტალიც: ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირს უკვე გამოეთიშნენ მსოფლიოს გამორჩეული ფეხბურთელები - ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ.

მეოთხედფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრა დღეს შედგება „მანჩესტერ სიტისა“ და „ლიონს“ შორის. სწორედ ამ წყვილში გამარჯვებული დაუპირისპირდება ნახევარფინალში „ბაიერნს“. ფინალის მეორე საგზურისთვის ითამაშებენ „პარი სენ-ჟერმენი“ და „ლაიპციგი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG