Accessibility links

კახეთში სტიქიით დაზარალებულები სადაზღვევო კომპანიებს ტყუილში ადანაშაულებენ


15 აგვისტოს, თელავში, ალაზნის გამზირზე შეიკრიბა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ 2020 წლის 16 ივლისს დააზარალა. მათ ეენახები და ერთწლიანი კულტურები ბუნებრივ რისკებზე დაზღვეული ჰქონდათ.

შეკრებილთა განცხადებით, სადაზღვევო კომპანიები მათ ატყუებენ და ზარალს არასრულად ანაზღაურებენ.

როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სტიქიამ ვენახის 80 პროცენტი გაუნადგურა, თუმცა მას სადაზღვევო კომპანია ზარალის მხოლოდ 20 პროცენტის ანაზღაურებას დაჰპირდა.

თელავში გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ ის დაზარალებულებიც, რომლებსაც მოსავალი არ ჰქონდათ დაზღვეული. ისინი ზარალის ანაზღაურებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს არც ადგილობრივი ხელისუფლების და არც სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები შეხვედრიან.

16 ივლისის სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, განსაკუთრებით კი - კონდოლი დააზარალა. ძლიერმა ქარმა 300-მდე სახლს სახურავი სრულად ან ნაწილობრივ დაუზიანა. ხოლო ვენახები ზოგ ადგილას თითქმის 100 პროცენტით გაანადგურა.

ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა. სახლების ხელახლა გადახურვისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარიც გამოიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG