Accessibility links

site logo site logo

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონში მოეწყო ანტისამთავრობო გამოსვლები, მათ შორის, ლოზუნგით - „გაუმარჯოს ბელარუსს!“


ათასობით ხაბაროვსკელი გავიდა ქუჩებში და გამართა საპროტესტო მსვლელობა, რომელთა მონაწილეები უკვე ერთ თვეზე მეტია აწყობენ აქციებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის როლის წინააღმდეგ რეგიონულ პოლიტიკურ კრიზისში. საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე გაიძახოდა - „გაუმარჯოს ბელარუსს!“, როცა მათ 15 აგვისტოს საპროტესტო გამოსვლისას მხარდაჭერა გამოუცხადეს ბელარუს დემონსტრანტებს, რომლებიც საპრეზიდენტო სადავო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამოდიან. ბელარუსის 9 აგვისტოს არჩევნებში სადავო გამარჯვება მოიპოვა პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომელსაც მეექვსე ვადით სურს პრეზიდენტობა. არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო გამოსვლები სასტიკად ჩაახშო მთავრობამ.

ხაბაროვსკში კვირების განმავლობაში იმართება დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები გამოხატავენ თავიანთ გულისწყრომას ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც დააპატიმრეს და მოსკოვში გადაიყვანეს გუბერნატორი სერგეი ფურგალი.

ხაბაროვსკში გამოსვლებისას დაკავების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა და 15 აგვისტოს მხოლოდ 1500 ადამიანი გავიდა ქუჩაში. თვითმხილველების მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ მსვლელობაში რამდენიმე ათასი დემონსტრანტი მონაწილეობდა და ფურგალის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG