Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააგენტო AP აქვეყნებს მინსკში დემონსტრანტის სიკვდილის კადრებს


Associated Press- მა (AP) გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც 10 აგვისტოს მინსკში დემონსტრანტის გარდაცვალების ფაქტია ნაჩვენები. ამ ტრაგედიის ზოგიერთი კადრი ინტერნეტში უფრო ადრე გავრცელდა. შაბათს კი გამოქვეყნდა ფოტო, რომელიც საკმაოდ ახლო მანძილიდანაა გადაღებული.

ზოგიერთ მედიაში ამ სურათს "დღის ფოტო" ჰქვია. მასზე გარდაცვლილი დემონსტრანტი ალიაქსანდრ ტარაიკოუსკი სახით ოპერატორისკენაა. ოპერატორსა და დასისხლისნაბულ მაისურიან მომიტინგეს შორის, რომელსაც ხელი მკერდზე აქვს მიდებული, შვიდი სპეცრაზმელი დგას.

არსებობს ასევე ვიდეოც, რომელიც თითქმის ტარაიკოუსკის „ზურგიდანაა“ გადაღებული. როდესაც იგი აღმართული ხელებით ჯარისკაცების ხაზთან დგას, მოულოდნელად მისკენ გამოჩდება ცეცხლის მკვეთრი ნათება. სავარაუდოდ სწორედ ეს იყო გასროლა.

და არის მესამე ვიდეოც, რომელიც სახლის ფანჯრიდანაა გადაღებული. სპეცნაზელების ხაზის წინ მდგარი კაცი თეთრ მაისურში დგამს რამდენიმე ნაბიჯს და ზურგზე ეცემა.

ჯარისკაცები სწრაფად მიდიან მასთან. ამ დროს ჯარისკაცებიდან რამდენიმე მეტრში კადრში ჩნდება მანქანა.ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მანქანის მისამართით ისროლა, რაც ლულიდან გამოსული კვამლიდან ჩანს.

15 აგვისტოს ასეულობით ადამიანი მივიდა პუშკინის სახელობის მეტროსადგურთან, რათა პატივი მიეგოთ 34 წლის დემონსტრანტის, ალიაქსანდრ ტარაიკოუსკის ხსოვნისთვის, რომელიც ათ აგვიტოს დაიღუპა ამ ადგილზე და რომლის დასაფლავებაც 15 აგვისტოს გაიმართა.

სულ მცირე ორი ადამიანი იქნა მოკლული და ათასობით დაკავებული 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ, რის შედეგადაც 1994 წლის შემდეგ ხელისუფლებაში მყოფი ლუკაშენკა გამოცხადდა გამარჯვებულად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG