Accessibility links

სოფელ სანიორეში სახლები დაიტბორა


ძლიერი წვიმის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში 10-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ეზო და სარდაფი დაიტბორა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო - სამაშველო ეკიპაჟი, რომლებიც სახლებიდან წყალს ტუმბავენ.

მოსახლეობის თქმით, რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმა გახდა მიზეზი, რის გამოც სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა კახეთში. თითქმის ყველა მდინარეში მომატებულია წყლის დონე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG