Accessibility links

ბელარუსი დემონსტრანტის სიკვდილის ამსახველი ახალი ვიდეო ეწინააღმდეგება ინციდენტის ოფიციალურ ვერსიას


Associated Press-ის ახალი ვიდეო გავრცელდა 15 აგვისტოს, საიდანაც ჩანს, რომ ბელარუსი დემონსტრანტის სიკვდილი სხვა ვითარებაში მოხდა, ვიდრე ეს ოფიციალური ვერსიით არის ცნობილი.

10 აგვისტოს ალიაკსანდრ ტარაიკოუსკის სიკვდილი პრეზიდენტ ალიაკსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მოძრაობისთვის, რომელიც სადავო არჩევნების და შემდგომი გამოსვლების ჩახშობის მიმართ გამოთქვამს პროტესტს, გადაიქცა მნიშვნელოვან თემად.

ბელარუსის მოვლენებს საერთაშორისო მზარდი აღშფოთება მოჰყვა.

Associated Press-ის ვიდეოჩანაწერზე, რომლიც გადაღებულია 10 აგვისტოს, ჩანს ტარაიკოუსკი სისხლიანი პერანგით და ბარბაცებს, შემდეგ კი წაიქცევა რამდენიმე მეტრში სპეცდანიშნულების რაზმის პოლიციელებისგან დაშორებით, პუშკინის მეტროს სადგურთან, მინსკში. შემდეგ პოლიციელები გარს ერტყმიან 34 წლის წაქცეულს. ოფიციალური ვერსიით, დემონსტრანტის სიკვდილი გამოიწვია ასაფეთქებელმა მოწყობილობამ, რომელიც ტარაიკოუსკის ხელში აუფეთქდა, სანამ პოლიციელების მიმართულებით გაისროდა. ვიდეოჩანაწერზე არაფერი მსგავსი არ ჩანს.

ტარაიკოუსკის ნათესავებმა განაცხადეს, რომ არ სჯერათ, რომ მას ასაფეთქებელი საშუალება ჰქონდა.

უფრო ადრე გავრცელდა ტარაიკოუსკის სიკვდილის ამსახველი მოვლენის სხვა კუთხიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერი Telegram-ის და Euroradio-ს მიერ. მასზე ჩანს ტარაიკოუსკი აწეული ხელებით სპეცრაზმისგან დაახლოებით ათ მეტრში, როცა გაიელვებს პოლიციის მხრიდან აფეთქების მსგავსი ნათება. რამდენიმე წამში ტარაიკოუსკი ძირს ეცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG